Freitag, 10. August 2012

უსახელო



რას გააკეთებდით რამდენიმე საათით საყვარელ ქალაქში რომ მოხვდეთ?
ბანალური შეკითხვა იყო, ვაღიარებ.
ამიტომაც დავრჩი ფეისბუქზე უპასუხოდ?!
მსგავს შეკითხვას, ხომ ისინი სვამენ, ვისაც თვით რამის თქმა სურთ.

კონკრეტულად, შაბათ-კვირას რა გააკეთეებით, ისინი ბურღავენ ტვინს, ვისაც შაბათ-კვირას რა გააკეთას მოყოლა უნდა, რომ შენ თავი შითად გაგრძნობინოს, იმიტომ, რომ შენ...არაფერი გაგიკეთებია გარდა იმისა, რომ შაბათ საღამოს, შენს საყვარელ ადამიანთან ერთად, სახლში, დივანზე წამოწოლილი და ცივი შარდონეს თანხლებით მსჯელობდი მესამე მსოფლიოს ქვეყნებში არსებულ პრობლემებზე..

ეს ისე

საბედნიეროდ წელსაც მოვხვდები იქ, წელსაც ვიტკენ ფეხებს მის ქუჩებში ბოდიალით. მართალია რამდენიმე საათით, მაგრამ ნუთუ სრული ბედნიერებისთვის ხშირად მხოლოდ წუთებიც საკმარისი არ არის?!

ის არ არის უბრალოდ ქალაქი. ის არის ქალაქთ-ქალაქი.
ის არის ოცნება, ბავშობის, ყმაწვილობის, დიდობის და სავარაუდოდ, მუდმივი ოცნება ჩემი.

ჩვენი ურთიერთობა დიდი ხნის წინ დაიწყო და როგორც ხდება ხოლმე სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდა.

არ ვუარყოფ, რომ ოდესღაც კომერციულ ჰოლივუდურმა ქიჩმა გამაცნო მისი თავი.

სტერეოტიპებით აღსავსე იქაურმა ფილმებმა, სცენებმა, რომლებსაც მნიშვნელობა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის გამო ენიჭებათ, ისტორიის მქონე ქუჩებმა და გამზირებმა, შენობებმა, რომლებიც მათი ყურებით გაუმაძღრებს, ხერხელმლის არეში დაძაბულობას ჰგვრის, ლეგენდებმა, ბორნ ინ ნიუ-იორკ სითი...მიმაჯაჭვა ამ ქალაქს

და მეც, ისევე როგორც დედამიწის მოსახლეობის დიდი რაოდენობა ( პროცენტულ მაჩვენებელზე ვერ დავდებ თავს) მსხვერპლი გავხდი ამ მარაზმის.

დამოკიდებული ვარ იმ კუნძულზე, რომლის რუქა (ცოტას ვაჭარბებ) ზეპირად ვიცი და თავს მასსში, როგორც საკუთარ სახლში ვგრძობ.


იქ...ვიკარგები, მაგრამ გზა არ მებნევა.

იქ...ვიცი სად მინდა წასვლა და სად გაჩერება.

იქ...მიყვარს 42ს კუთხეში ჰოთ-დოგის ჭამა,

ბლიქერ სთრ.ზე მაგნოლია ბეიქერის წინ ჩიიზქეიქის უსირცხვილოდ გრძელ რიგში დგომა,
89ს და მედისონის გადაკვეთაზე, გუგენჰაიმის აივნიდან ერთი ღერი სიგარეტის და ფინჯანი ყავის კომპანიაში, ონასისის რეზერვუარის ყურება და იმაზე ფიქრი თუ რა კარგი ტიპი იყო ჯონი.
110 ზე ოდნავ შიშით შეპყრობილი ბოდიალი და სოუჰოს აგურის სახლები.
ჩემი აზრით არ არის აუცილებელი ნამყოფი იყო, ან ცხოვრობდე იქ, იმისათვის, რომ შეიგრძნო მისი სული და მრავალფეროვნება. ამისათვის სრულიად საკმარისია გქონდეს ფანტაზია.

მაგალითად,

სტატისტიკის დეპარტამენტი იუწყება, რომ ხშირად "წინასაშვებულებო სიხარული" ანუ მოლოდინი იმ დროისა, როცა შვებულებაში გახვალ, უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მასში გატარებული დრო.

წინასწარ დაგეგმილ დამდეგ პერიოდთან ერთად, იმედებიც ისახება იმის შესახებ, თუ რა კარგი იქნება იქ, სადაც არ უნდა იყოს ეს.

რადგან იქ, აქ არ არის. ადამიანისთვის იქ, მაინც ყოველთვის უკეთესი დარჩება, ვიდრე აქ.

პროცენტული მაჩვენებელი მაღალია იმისა, რომ დამსვენებელთა ნახევარზე მეტი იმედგაცრუებული რჩება მოგზაურობის, ზოგადად შვებულების შემდეგ, რადგან იმაზე მეტს ელოდნენ ვიდრე ემოციურად განიცადეს.
ადამიანები თავისუფალნი არიან ფიქრში და მათივე ფანტაზიის ნაყოფია ის, რომ საბოლოოდ იმედები უცრუვდებათ. უმეტეს შემთხვევაში ამბობენ, რომ მათ ის უყვართ, რაც შექმნეს და რასაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, და არა ის რაც სინამდვილეში ხვდათ წილად.
ამიტომაც იმსხვრევა ქვიშის კოშკები, გვტკივდება პეპლებისგან დაცლილი მუცლები და გვეცლვლება ხასიათი.

საბოლოოდ ის მინდა ვთქვა რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი აქა თუ იქ ხდება, ეს ქალაქი ჩემი აზრით გამონაკლისია და ნუ შეგეშინდებათ გააგრძელოთ ოცნება.


აქ მთავრდება ბანალური რომანტიზმი და ვისაც დადებით ნოტაზე უნდა დაამთავროს კითხვა, ჩამოკეტოს.

გუშინდელი ფიქრსესია ვაღიარებ უჩვეულო თემატიკაზე, კერძოდ სუდანელი ბავშვების ბედ-იღბალზე, სამოქალაქო ომებზე მესამე მსოფლიოს ქვეყნებში, ჯოუზეფ კონიზე და უხილავ ბავშვებზე შედგა.

რა შუაშია? როდის მერე პოლიტიკა?


ვისთვის პოლიტიკაა, ვისთვის ტრაგიზმი, ვისთვის კიდევ ერთი არგუმენტი იმისა, რომ უსუსურნი და არაფრის მაქნისნი ვართ.
რისი მომტანია ჩუმი პროტესტი?
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არც ხმამაღალია რამის მომტანი, ისიც ჩემგან.
არც იუ-ტუბზე ერთმა მილიონმა კლიკმა შეცვალა რამე.
რომელი ანჯელინა ჯოლი მე ვარ, რომ მილიონობით დოლარით დავეხმარო, უპატრონო ბავშვთა სახლები ვაშენო და მათან ერთად ფეხმორთხმულმა "აფრიკული იავნანა" ვიმღერო სუდანში.
მაგრამ დავიხრჩობი ალბათ, რომ არ ვთქვა.
რამდენი ხანია ვცდილობ ამ თემაზე ფიქრს თავი ავარიდო, ისევე როგორც სიკვდილზე და ჩემს საყვარელ, გარდაცვლილ ადამიანებზე ფიქრს ვარიდებ ხოლმე თავს.
ზოგჯერ მიდის ადამიანი იმ ეტაპზე, როცა მათზეც უნდა იფიქრო, რადგან კარგ რამეებზე ფიქრი სულ მოსაწყენია.
რადგან გინდა, რომ გული გეტკინოს და გამოფხიზლდე, გინდა კისერში მოგაწვეს.
ზოგჯერ ცოტა მეტ სიმძაფრეს ვისურვებდი ჩემს ფილმში ხომ იცი?!


ვერ ვხვდები რატომ ათარეშებენ იმ არამზადას, რომელმაც 26 წლის მანძილზე 66.000 ბავშვზე მასაკა განახორციელა.
ჯარისკაცად აქცია, უმეტესობა წამებით, გაუპატიურებით და გატყავებით გამოასალმა სიცოცხლეს.

მათ აიძულებდნენ და აიძულებენ დღემდე, საკუთარი მშობლების დახვრეტას და წამებას.

ამ ბავშვების ნახევარზე მეტი პატარა გოგონები იყვნენ, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.

ისინი ხომ ბავშვები არიან. პატარა ადამიანები.
რატომ?!
რატომ არსებობენ ასეთი ნაბიჭვრები, არ რისი სწამთ მათ?
დროში რომელშიც ბინ ლადენის და სადამ ჰუსეინის ექსიკუტირება უკვე ისტორიას ეკუთვნის, რატომ გახდა შეუძლებელი ერთი უვიცი კონის ჩაქრობა?


ჩემი ამ თემაში ჩაღრმავებით, არაფერი შეიცვლება, არც კონი შეიცვლის ტაქტიკას და არც იმ ბავშვებს ეშველებათ, მაგრამ სამომავლოდ, სავარაუდოდ სხვანაირად ვეცდები აღვიქვა ჩემი ყოველდღიური, ბანალური ცხოვრება.


აღარ ვინაღვლებ "ჩემს სელინის ხელჩანთა როდის ჩამოვაზე?", ხვალ დილით რომელი ფეხსაცმელი ჩავიცვაზე?", "დღეს შავი, თუ ღია ვარდისფერი ლაქი წავისვაზე?", "რატომ მოვიმატე 2 კილოზე?", "დასასვენებლად სად წავიდეთზე?", " ყავა დავლიო დილით, ესპრესო, თუ კაპუჩინოზე?",


U know what…f*** it off!


I don’t care anymore.